Saturday, March 24, 2012

ვენის კლასიკოსები


                     

პროექტის სახელწოდება:  ვენის კლასიკოსები.
პროექტის მთავარი იდეა: იმ კომპოზიტორების ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობა რომელთაც ეწოდათ ვენის კლასიკოსები.
პროექტის აქტუალურობა. მოსწავლეები  გაეცნობიან კომპოხიტორთა ცხოვრებას და შემოქმედებას და იმსჯელებენ , გადმოსცემენ საკუთარ აზრს.
პროექტების მიზნები. მოსწავლეები გაეცნონ კლასიკური მუსიკის საუკეთესო ნიმუშებს , შეიყვარონ კლასიკური ნუსიკა,ჩამოყალიბდნენ კარგ მსმენელად
მონაწილეთა ასაკი. 12–13 წელი
ვადები და ხანგრძლივობა. 10–12 დღე
მოსალოდნელი შედეგი.მოსწავლეები გაეცნობიან ვენის კლასიკოსთა შემოქმედებას და საინტერესო ეპიზოდებს კომპოზიტორთა ცხოვრებიდან, გაეცნობიან მე–18 საუკუნის ავსტრიის კულტურას.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები. მუსიკალური საიტები,ფოტო მასალა,
პროექტის მსვლელობა. 1.მოსწავლეები წარმოადგენენ ინფორმაციას მე–18 საუკუნის ავსტრიის კულტურული ცხოვრების შესახებ.იმსჯელებენ და გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას.
ფრანც იოსეფ ჰაიდნი.–ვენის კლასიკური სკოლის პირველი           წარმომადგენელი. მოსწავლეები წარმოადგენენ ჰაიდნის ცხოვრებას და შემოქმედებას.მოისმენენ ფაიდნის ნაწარმოებების ფრაგმენტებს.
 ვოლფგანგ ამადეი მოცარტი–ადამიანი საოცრება,რომელმაც მიუხედავად ხანმოკლე ცხოვრებისა შეუფასებელი მემკვიდრეობა დატოვა.მოსწავლეები წარმოადგენენ ინფორმაციას მოცარტის ცხოვრებისა და შემოქმედების სესახებ და მოისმენენ ნაწარმოების ფრაგმენტებს.
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი–მუსიკოსი მეამბოხე.ბობოქარი პიროვნება.მოსწავლეები ისაუბრებენ ბეთჰოვენის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებდა მოისმენენ მუსიკალურ   ფრაგმენტებს.
მოსწავლეები ისაუბრებენ მოსმენილი მუს ნაწარმოების შესახებ, გამოთქვამენ საკუთარ აზრს
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ გეგმასთან კავშირი.
                                         
მუს.I.6. მოსწავლეს შეუძლია   მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
უს.I. 4. მოსწავლეს შეუძლია  საკუთარი  დამოკიდებულების გამოხატვა  მოსმენილი მუსიკალური      ნაწარმოების  მიმართ.   
    მუს.I.7. მოსწავლეს აქვს უნარი, პატივისცემით მოეკიდოს სხვის შემოქმედებას და აზრს.

პროექტის ხელმძღვანელი:  ეკა მჭედლიშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:ekamchedlishvili5@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:  ეკა მჭედლიშვილი